რუსეთის საოკუპაციო ჯარები ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკზე თავდასხმისთვის ემზადებიან. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საღამოს შეჯამება იტყობინება.

 

დონეცკისა და ტაურიდას მიმართულებით, მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია პოპასნაიას, რუბიჟნოიეს დასახლებებზე კონტროლის აღებასა და ქალაქ სევეროდონეცკზე თავდასხმისთვის მომზადებაზე“, – ნათქვამია მოხსენებაში.

 

ასევე აღნიშნულია, რომ მარინკას რაიონში და საომარი მოქმედებების დროს სხვა რაიონებში მტერს არანაირი წარმატება არ აქვს.

 

 

თამო თავხელიძე