Nord Stream 2 გაზსადენის გაშვება ვერ განხორციელდება მაშინ, როცა ამდენი რუსი ჯარისკაცი კონცენტრირებულია უკრაინის საზღვარზე. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა გერმანიის ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მარი-აგინეს შტრაკ-ციმერმანმა, -იუწყება Censor.NET 1prime.ru-ზე დაყრდნობით.

 

„როგორც ყოფილი კანცლერი (ანგელა მერკელი) ყოველთვის ამბობდა, Nord Stream 2 არის წმინდა ეკონომიკური და კერძო ეკონომიკური პროექტი. ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის. ის ყოველთვის ასოცირდებოდა გეოსტრატეგიასთან – თუ მოხდება  გაზის მიწოდება გერმანიაში, უკრაინის გვერდის ავლით“ – განაცხადა ბუნდესტაგის კომიტეტის ხელმძღვანელმა. „ამასთან დაკავშირებით, ჩვენ მკაფიო პოზიციას ვიკავებთ, რომ Nord Stream 2-ის გაშვება არ შეიძლება მანამ, სანამ (რუსეთის პრეზიდენტი) ვლადიმერ პუტინი ამდენ ჯარისკაცს განათავსებს უკრაინის საზღვარზე, – დასძინა მან.

 

 

 

 

 

 

თამო თავხელიძე