„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოლქს თმობენ.

მისი თქმით, ხვალიდან პარტია წინასაარჩევნო კამპანიას თბილისის მხოლოდ ორ რაიონში – სამგორსა და გლდანში დაიწყებს.

„ვნებათაღელვა მატულობს და მატულობს, ხშირ შემთხვევაში უადგილოდ. „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია თმობს თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოლქს.

ამით ჩვენ ვდემონსტრირებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ გამოდის ვიწროპარტიული ინტერესიდან და არ იბრძვის საკუთარი პარტიული რეზულტატის გაუმჯობესებისთვის.

ჩვენ ვიბრძვით ამ ქვეყნის გამარჯვებისთვის და ხვალინდელი დღიდან „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო კამპანიას იწყებს თბილისის მხოლოდ ორ რაიონში – სამგორისა და გლდანის რაიონებში,“ – აცხადებს მელია.