ნატომ რუსეთს, ახალი მოლაპარაკებები შესთავაზა,- ამის შესახებ 18 იანვარს,  გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან კონფერენციის მსვლელობის დასასრულს, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, იუწყება DW.

 

სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის წარმომადგენლები მზად არიან მოსკოვს წარუდგინონ კომპრომისული წინადადებები და მიაღწიონ კონსტრუქციულ შეთანხმებებს. მან რუსეთის ხელისუფლებას ბირთვული იარაღის საფრთხის შესამცირებლად სერიოზული დიალოგისკენ მოუწოდა. ნატოს გენერალურმა მდივანმა დააკონკრეტა, რომ შეხვედრებზე შესაძლოა განიხილონ სამხედრო აქტივობის რისკების შემცირებისა და თავდაცვის სექტორში მეტი გამჭვირვალობის საკითხი. მან ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკეკბზე მიიწვია ნატო-რუსეთის საბჭოს ყველა წევრი. ამასთან, სტოლტენბერგმა გაიხსენა, რომ ალიანსი კომპრომისზე არ წავა აღმოსავლეთ ევროპაში თავდაცვის ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და განლაგების საკითხზე. შოლცმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, გერმანიას შეუძლია სანქციების დაწესება, Nord Stream 2 გაზსადენის წინააღმდეგ.

 

 

 

თამო თავხელიძე