ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანემ განაცხადა, რომ ალიანსი აღარ არის ვალდებული შეზღუდოს თავისი ჯარების განლაგება აღმოსავლეთ ევროპაში, როგორც ამას ნატო-რუსეთის დამფუძნებელი აქტი მოითხოვს. მისი თქმით, თავად მოსკოვმა წარსული ვალდებულებების „ყოველგვარ შინაარსი წაშალა“ უკრაინაზე თავდასხმით და ნატოსთან დიალოგის შეწყვეტით.

 

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა CNA ავრცელებს.

 

შეგახსენებათ,  რომ 1997 წლის დამფუძნებელი აქტის შესაბამისად, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს შორის ურთიერთობების აღდგენას, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ იმუშაონ იმაზე, რომ თავიდან აიცილონ  იარაღის პოტენციურად საშიში დაგროვება ევროპის შეთანხმებულ რეგიონებში, მათ შორის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. .” „მათ მიიღეს გადაწყვეტილებები, ვალდებულნი არიან არ დაესხნენ თავს მეზობლებს, რასაც ახლა აკეთებენ, და გამართონ რეგულარული კონსულტაციები ნატოსთან, რასაც ახლა არ აკეთებს რუსეთი“, – თქვა ჯოანემ.

 

 

 

 

თამო თავხელიძე