ხელისუფლება საკუთარი შედომების მსხვერპლი აღმოჩნდა, თუმცა ეს შეცდომები ყველაზე მეტად გაჭირვებულ ადამიანებს აზარალებს – ოპოზიცია ნათია თურნავას დღევადელ განცახდებასსაგანგეშოს უწოდებს და ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ თავადვე აღიარა ის, რასაც ოპონეტები პოსტპანდემიურ პერიოდთან დაკავშირებით, უკვე დიდი ხანია ვარაუდობენ.

“ევროპულ საქართველოში” ამბობენ, რომ ძალიან ცუდია, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკის ვარდნის შემაფერხებელი გეგმა არ არსებობს და ხელისუფლება ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის არაფერს აკეთებს.

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს ეფექტური გეგმა, როგორ უნდა უპასუხოს გამოწვევებს, როგორ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი მოსახლეობა მომავალი პრობლემებისგან. მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების გეგმა ვერ იქნება ეფექტური ეკონომიკის გაჯანსაღებისათვის. ის არ პასუხობს ეკონომიკის განვითარებას, – ამბობს კაკო ბობოხიძე. 

“ნაციონალურ მოძრაობაშიც” ამბობენ, რომ ხელისუფლებას მოუწია აღიარება, რომ მოსახლეობას წინ უმძმესი ვითარება ელოდება. ზაალ უდუმაშვილის აზრით, ეს გამოიწვია იმან, რომ ხელისუფლებას პოსტკრიზისული პერიოდის მოსამზადებლად, არცერთი კონკრეტული ნაბიჯი არ გადაუდგამს.

ქვეყანა რომ სამართავი პულტით გამორთეს და დააპაუზეს, სწორედ ამან მიგვიყვანა იმ შედეგამდე, რომ ეკონომიკური ვარდნა არის თითქმის 17 % და ამის ამოწევა ძალიან რთულია. რეალურად, არცეთი ნაბიჯი არ გადადგმულა იქით, რომ მოსახლეობისთვის დახმარება აღმოეჩნინათ, მხოლოდ დაპირებები და ლოზუნგები. ოთხი თვეა ხალხი შიმშილობს და თუ სწორი ნაბიჯები არ გადაიდგა, ეს შიმშილი კიდევ უფრო მძიმე იქნება, – ამბობს ზაალ უდუმაშვილი.

დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე კი აცხადებს, რომ ნათია თურნავას დღევანდელი განცხადება იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანას დღეს ეკონომიკის მინისტრი საერთოდ არ ჰყავს.

ჩვენი ეკონომიკა თავისუფალ ვარდნაშია და არავის აზრად არ მოსვლია გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. მხოლოდ და მხოლოდ გაურკვეველი პროგრამები გვესმის, რომელიც ყოველი გაჟღერების მერე უფრო და უფრო მეტ კითხვას აჩენს. ქალბატონი თურნავა 2020 წელს ამბობს, რომ გვექნება ვარდნა და ეს 17 % არაფერი არ არის, ეს თავიდანვე უნდა სცოდნოდათ როდესაც კეტავდნენ ქვეყანას და ეკონომიკას ასეთ ვითარებაში აყენებდნენ, – აცხადებს ჭიჭინაძე.

ეკონომიკის მინისტრი საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეკონომიკის 16,6%-იანი ვარდნა ხელისუფლების შეგნებული პოლიტიკის შედეგია. მისივე თქმით, მიმდინარე წელი მოსახლეობისთვის რთული იქნება.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის აპრილში ეკონომიკა 16.6 პროცენტით შემცირდა. მათივე ინფორმაციით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 16.6 პროცენტი შეადგინა, 2020 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი კი -3.6 პროცენტია.

საქსტატის ცნობით, 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში. ზრდა მხოლოდ სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში დაფიქსირდა.