კადრები გროზნოდან: ასობით ჯარისკაცი მოედანზე.

მედიის ცნობით, ისინი უკრაინაში რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრებიან.

სოციალური ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში კადიროვი ამბობს: „მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივცე რჩევა ამჟამინდელ პრეზიდენტ ზელენსკის, სანამ ის გახდება უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, დაურეკოს ჩვენს მთავარსარდალს, პრეზიდენტ ვლადიმირ ვლადიმერვიჩს და ბოდიში მოუხადოს.”

წინა დღეს კადიროვი ეროვნული გვარდიის უფროსს შეხვდა. იმავე დღეს მისმა ერთ-ერთმა თანაშემწემ გამოაქვეყნა ვიდეო, თუ როგორ ასრულებენ ნამაზს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიელები.