გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს ჰკითხეს, მიიჩნევს თუ არა იგი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მკვლელად. კითხვა დასვა,  უკრაინის სახალხო დეპუტატმა ალექსი გონჩარენკომ (“ევროპული სოლიდარობა”) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, რომელიც  გაავრცელა ტელეარხ inTime-მა.

”მე მსურს მივიღო მკაფიო პასუხი: არის თუ არა, პუტინი მკვლელი?” – ჰკითხა  ქალბატონ კანცლერს გონჩარენკომ.

 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკ დამსმა,  რომელიც გახლდათ სხდომის თავმჯდომარე, გააკეთა კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით და სთხოვა გონჩარენკოს “თავაზიანობის  ჩარჩოებში მოქცეულიყო მოცემულ დარბაზში, სიტყვით გამოსვლის დროს”.

 

ამასთან ერთად კანცლერმა უპასუხა კითხვას და დასძინა, რომ თავად მოახდენდა ამ შეკითხვის  ფორმულირებას.

 

და, თქვა მან:

 

“რაც შეეხება ვლადიმერ პუტინს, როდესაც მისი მისამართით კრიტიკაა, მე მას ვაკრიტიკებ, მათ შორის პირადი ურთიერთობების დროსაც.  ვცდილობ გავაკრიტიკო იგი, თუნდაც, რუსეთში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, რაც ჩემთვის მიუღებელია” – თქვა მერკელმა.

 

ცალკე, თავის საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია და საფრანგეთი მხარს უჭერენ უკრაინას ნორმანდიის ფორმატის ფარგლებში და ასევე “ცდილობენ გამოიყენონ ყოველგვარი ზეწოლის  ბერკეტები” რუსეთის ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობისა და მისი მომავლის კეტილდღეობისთვის.

 

“რუსეთთან მრავალი კონსულტაცია მიმდინარეობს. ჩვენ რუსეთთან მრავალი კონფლიქტი გვაქვს, რაც  აუფერულებს ჩვენს ურთიერთობებს . მაგრამ მე ყოველთვის დიალოგის მომხრე ვარ … სიტუაცია ძალიან რთულია, მას ამძიმებს რუსეთის მხრიდან ჯარების კონცენტრაციაც.  ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი “, – მერკელმა.

 

 

 

 

 

 

თამო თავხელიძე