მარიუპოლის რაიონში დამპყრობლები აპატიმრებენ და ხვრეტენ უკრაინელ მოხალისეებსა და ჩინოვნიკებს, რომლებმაც უარი თქვეს კოლაბორატორებთან და „საოკუპაციო ხელისუფლებასთან“ თანამშრომლობაზე. ამის შესახებ მარიუპოლის საკრებულოს ცნობით, მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა.
 
მარიუპოლის მერის თქმით, სულ მცირე ერთი საჯარო მოსამსახურე ცეცხლსასროლი იარაღით სიკვდილით დასაჯეს….
 
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოლენივკას ციხეში რამდენიმე ათეული მოხალისე იმყოფება, რომლებიც მარტ-აპრილში მარიუპოლის მოსახლეობას ევაკუაციაში დაეხმარნენ და ბლოკირებულ ქალაქში საკვებისა და წყლის მიტანას ცდილობდნენ.
 
ყალბი “რესპუბლიკის” განაჩენი უკრაინელ მოსამართლესაც ელის, რომელმაც სეპარატიზმის რამდენიმე გახმაურებული საქმე განიხილა. არსებობს ცნობები მის მიმართ წამების გამოყენების შესახებ.
თამო თავხელიძე