მაკრონმა ზელენსკის, მძიმე იარაღის მიწოდებაზე მზადყოფნა განუცხადა.

 

ამის შესახებ მან პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა,- ნათქვამია ელისეის სასახლის განცხადებაში.

 

საუბრისას საფრანგეთის ლიდერმა ზელენსკის ჰკითხა სამხედრო აღჭურვილობის, პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერისა და ჰუმანიტარული დახმარების საჭიროების შესახებ. მაკრონმა დაარწმუნა, რომ საფრანგეთი დარჩება მობილიზებული უკრაინის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, მძიმე იარაღის ჩათვლით.

 

სხვა საკითხებთან ერთად, მაკრონმა პირობა დადო, რომ „მხარს დაუჭერს კონტაქტს“ უკრაინის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე.

 

 

თამო თავხელიძე