მედია მაგნატის ბაირონ ალენის ორმა კომპანიამ $ 10 მილიარდიანი სარჩელი შეიტანა მაკდონალდსის წინააღმდეგ. მათ დაადანაშაულეს სწრაფი კვების ქსელი შავკანიანების მედია კომპანიების დისკრიმინაციაში, წერს The Wall Street Journal.

 

გასართობი მედია კომპანიის Entertainment Studios Networks- ისა და მაუწყებლის Weather Group- ის სარჩელში აღნიშნულია, რომ მაკდონალდსმა დაარღვია ფედერალური და სახელმწიფო სამოქალაქო უფლებების კანონები სარეკლამო დოლარების გადანაწილების დროს, “რასობრივი სიძულვილის და რასობრივი სტერეოტიპების” გამო.

 

მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ 2019 წელს კორპორაციამ დახარჯა დაახლოებით $ 1,6 მილიარდი აშშ დოლარი რეკლამირებისთვის შეერთებულ შტატებში და ამ თანხებიდან მხოლოდ 5 მილიონ დოლარზე ნაკლები (0,31%)  შავკანინათა მფლობელობაში მყოფმა ტელეარხებმა მიიღეს.

 

ამასთან, სარჩელში ნათქვამია, რომ კორპორაციას არასდროს უჩვენებია რეკლამა Entertainment Studios– ის ქსელებში 2009 წლის დაარსების დღიდან, მაგრამ გადაიხადა დიდი რაოდენობით თანხა,  თეთრ მეწარმეების საკუთრებაში არსებულ მსგავს ქსელებში, რეკლამირებისთვის  .

 

ამასთან დაკავშირებით, Entertainment Studios Networks და Weather Group 10 მილიარდი დოლარის ანაზღაურებას ითხოვენ.

 

 

თამო თავხელიძე