უკრაინას უნდა წარედგინოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მკაფიო გეგმები,- ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, -იუწყება Evropeyskaya Pravda.

 

მისი თქმით, საჭიროა მკაფიო ხედვა იმის შესახებ, თუ რა წვლილი შეაქვს უკრაინას ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ევროკავშირსა და ნატოში შემდგომი წევრობისთვის.

 

”უკრაინას სჭირდება მკაფიო გეგმები, რომ წინ წავიდეს. საერთაშორისო საზოგადოება იმედოვნებს, რომ რეფორმების ეტაპობრივი გაგრძელება იქნება. ამბიციური დღის წესრიგი არის ის, რაც ადამიანებს აძლევს მოტივაციას ”, – თქვა ნაუსედამ.

 

ამავე დროს, სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ უკრაინის ახალმა ლიდერებმა ძალიან ამბიციური მიზნები წარმოადგინეს, ხოლო კორონავირუსის პანდემიისა და რუსეთიდან განხორციელებული აგრესიის მიუხედავად, ქვეყანა აჩვენებს, რომ ერთგულია საჭირო რეფორმების მიმართ.

 

ლიეტუვას ლიდერმა დაამატა, რომ რეფორმებში წარმატების მიღწევა შესაძლებელია კარგად ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკის შემოღებით, ევროატლანტიკური და ევროინტეგრაციის ხელშეწყობით, ასევე კორუფციასთან ბრძოლით და უკრაინელების სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის აღდგენით.

 

 

 

თამო თავხელიძე