რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დარწმუნებულია, რომ ბელორუსია აღიარებს ოკუპირებულ ყირიმს რუსულად, ვინაიდან ნახევარკუნძული არის ორი ქვეყნის კავშირის სახელმწიფოს ნაწილი. იტყობინება,- “რია ნოვოსტი”.

ლავროვის თქმით, 1999 წელს რუსეთმა და ბელორუსმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას რუსეთისა და ბელარუსის ერთიანი სახელმწიფოს შექმნის  შესახებ, რომლის მიხედვითაც ამ სახელმწიფოს ტერიტორია არის ბელორუსისა და რუსეთის ტერიტორია. ”ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, ყირიმის რესპუბლიკა, ბუნებრივია, არის რუსეთის ფედერაციის ტერიტორია და არის ბელორუსელ მეგობრებთან ერთად საკავშირო სახელმწიფოს ნაწილი,” – თქვა რუსმა მინისტრმა.

 

9 აგვისტოს ალექსანდრე ლუკაშენკომ გამოაცხადა, რომ იგი ოკუპირებულ ყირიმს რუსულად აღიარებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც “რუსეთში უკანასკნელი ოლიგარქი იქით დაიწყებს პროდუქციის მიწოდებას”. ლუკაშენკომ ასევე თქვა, რომ მისი ხელები “გაშლილია” და შესაძლოა მან გადალახოს ბუდაპეშტის მემორანდუმი.

 

 

 

 

 

 

 

თამო თავხელიძე