ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი, რუს დიპლომატებს ქვეყნებიდან გააძევებენ. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ეს გადაწყვეტილება ჩეხეთის მხარდაჭერის გამო მიიღეს.

 

როგორც კი ჩეხეთმა რუსი დიპლომატების ქვეყნის ტერიტორიიდან გაძევების შესახებ განცხადება გააკეთა, იმავე დღეს, ესტონეთის ხელისუფლებამ  ერთი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. “რუსეთი თავისი ქმედებებით არღვევს საერთაშორისო სამართალს, საფრთხეს უქმნის ევროპულ უსაფრთხოებას. ეს მიუღებელია”, – ნათქვამია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  ოფიციალურ Twitter– ის გვერდზე კი,  მათ რუსეთის საელჩოს მოუწოდეს-რომ მათი მხრიდან ფიქსირდება ”არამეგობრული და აბსოლუტურად უსაფუძვლო ქმედებები”, ”რომლის დესტრუქციული შედეგები დიდი ხნის განმავლობაში იგრძნობა”.

ლატვია და ლიეტუვა ასევე გააძევებენ რუს დიპლომატებს , რითაც ჩეხეთის რესპუბლიკას სოლიდარობას გამოუცხადებენ.  ამის შესახებ უკვე განცხადება გააკეთა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.  რუსეთის საელჩოს პერსონალის გაძევების წინა დღეს, სოლიდარობის ნიშნად, სლოვაკეთმაც გააკეთა განცხადება.

”ლატვია არ შეეგუება დივერსიულ საქმიანობას როგორც მის ტერიტორიაზე, ასევე მისი პარტნიორებისა და მოკავშირეების ტერიტორიაზე”, – თქვა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ედგარს რინკევიჩმა Twitter– ის ანგარიშზე.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საელჩოს ერთი თანამშრომელი დაბრუნდება რიგიდან, ხოლო ორი ვილნიუსიდან. მათ უნდა დატოვონ თავიანთი მასპინძელი ქვეყნები ერთი კვირის განმავლობაში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თამო თავხელიძე