პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი უარს ამბობს უკრაინასთან მოლაპარაკებებში ზაპოროჟიესა და ხერსონის სტატუსის განხილვაზე. ამის შესახებ რია ნოვოსტი წერს.

 

 

მანამდე რუსული გამოცემა „იზვესტია“ მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ უკრაინასთან ახალ შეთანხმებაში, თუ კიევი მოსკოვთან კონტაქტს დაამყარებს, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების სტატუსი არ განიხილება, ისევე როგორც  ოკუპირებული ყირიმის და დონბასის საკითხი, როპმელიც მოსკოვისთვის დაკეტილია. „არა, ეს ასე არ არის. ეს არასწორი ინფორმაციაა“, – განაცხადა პესკოვმა ინფორმაციის კომენტირების თხოვნის საპასუხოდ.

 

 

თამო თავხელიძე