უკრაინამ უნდა გააცნობიეროს დე ფაქტო სიტუაცია და მიიღოს რუსეთის მოთხოვნები. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მან კომენტარი გააკეთა აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰენრი კისინჯერის სიტყვებზე უკრაინის რუსეთთან დათმობების აუცილებლობის შესახებ, იუწყება კომერსანტი. მისი თქმით, კრემლი ელის, რომ კიევი მიიღებს მოსკოვის მოთხოვნებს და გააცნობიერებს დე ფაქტო ვითარებას – “რეალურ ვითარებას, რომელიც არსებობს”. ამასთან, პუტინის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ საუბარი არ არის ტერიტორიულ დათმობებზე.

 

“კიევმა უნდა აღიაროს დე ფაქტო სიტუაცია და უბრალოდ შეაფასოს იგი ფხიზლად”, – განაცხადა პესკოვმა.

 

 

თამო თავხელიძე