კონგრესს წარედგინა რეზოლუციის პროექტი რუსული აგრესიის ესკალაციის შემთხვევაში უკრაინაში აშშ-ის არმიის გამოყენების შესახებ.
 
ამის შესახებ კინზინგერმა Facebook-ზე დაწერა.
 
”მე წარმოგიდგენთ ამ უფლებამოსილებას სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ (AUMF), როგორც მკაფიო წითელი ხაზი, რათა ადმინისტრაციამ მიიღოს შესაბამისი ზომები, თუ რუსეთი გამოიყენებს ქიმიურ, ბიოლოგიურ და/ან ბირთვულ იარაღს. ჩვენ უნდა დავდგეთ კაცობრიობის მხარდასაჭერად და მხარი დავუჭიროთ ჩვენს მოკავშირეებს“, – თქვა კონგრესმენმა.
 
შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ აღნიშნა, რომ ეს 435 კონგრესმენიდან მხოლოდ 1-ის წინადადებაა. „თუ ისინი ხმას „მომხრედ“ ისე ერთხმად დაუჭერენ, როგორც ლენდ-იჯარის მიღებას, მაშინ ჩვენ კიდევ უფრო სწრაფად გავიმარჯვებთ ნაკლები დანაკარგებით“, – წერს ის Telegram-ზე.
თამო თავხელიძე