კიევის მერი ვიტალი კლიჩკო არ გამორიცხავს, ​​რომ რუსული ჯარები კვლავ შეეცდებიან დედაქალაქის აღებას. ამის შესახებ მან ტელეკომპანია ABC-ის ეთერში განაცხადა.

 

„ის ფაქტი, რომ მტერმა უკან დაიხია კიევიდან, არ ნიშნავს იმას, რომ მან უარი თქვა დედაქალაქის აღების სურვილზე. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული ორკების შემდგომი მცდელობა „აიღონ კიევი 2 დღეში“ და დედაქალაქი თავდაცვისთვის მზად უნდა იყოს“, – განაცხადა მან.

 

კლიჩკომ ამერიკული ტელეარხის ABC-ის მიერ გადაცემული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ კიევის მერი და მისი ძმა ვლადიმერ კლიჩკო. „ჩვენ ველით, რომ რუსული ჯარები დაბრუნდებიან და თავს დაესხმებიან უკრაინის დედაქალაქს“, – განაცხადა ვლადიმერ კლიჩკომ.

 

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში, რეგიონიდან რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ, ბევრმა ადამიანმა დაიწყო კიევში დაბრუნება. კლიჩკომ მოსახლეობას მოუწოდა, არ დაბრუნდნენ ამ კვირის ბოლომდე მაინც. უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრიგადის გენერალი ალექსანდრე გრუზევიჩი მიიჩნევს, რომ ჯარების გადაჯგუფების შემდეგ რუსეთი შეეცდება მეორე შეტევა განახორციელოს კიევზე.

 

 

 

 

 

თამო თავხელიძე