კადიროვმა საკუთარ თავს ბლოგერი უწოდა და განაცხადა, რომ საჭიროა უკრაინის დახმარება შეერთებულ შტატებთან ბრძოლაში.

 

 

 გარდა ამისა, ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა დაიცვას თავისი ინტერესები უკრაინაში ისევე, როგორც  მან ეს გააკეთა სირიაში. ამის შესახებ მან თავის Telegram გვერდზე დაწერა.

 

კადიროვის თქმით, ის შესაბამის განცხადებას აკეთებს “როგორც ბლოგერი და ჩვეულებრივი ადამიანი” და არა როგორც ჩეჩნეთის ლიდერი. 

 

„მე მჯეროდა და მჯერა, რომ ისევე, როგორც სირიაში ტერორიზმის შემთხვევაში, რუსეთმა უნდა დაიცვას თავისი ინტერესები მანამ, სანამ არ მოუწევს მათ დაცვას საკუთარ ტერიტორიაზე. თუ უკრაინაში არ არის ხალხი, ვისაც შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ამერიკას, მაშინ ჩვენ უნდა დავეხმარებით მათ“, – წერს ის.

 

კადიროვი აქვე ირწმუნება,  რომ კრემლი მას არ ავალებს გარკვეული თეზისების გახმოვანებას და რომ მას არც რუსეთის პრეზიდენტის ან მინისტრის პოსტზე გააჩნია პრეტენზია. 

 

 

 

 

 

 

თამო თავხელიძე