აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სამშაბათს, ტროაში, ალაბამას შტატში,  Lockheed Martin-ის თავდაცვის ქარხანას ეწვია.

 

ეს ობიექტი, სხვა საკითხებთან ერთად,  Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს აწარმოებს, რომლებსაც შეერთებული შტატები აქტიურად აწვდის უკრაინას რუსული შემოჭრისგან დასაცავად. ამის შესახებ “ამერიკის ხმა” იუწყება.

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა მუშებს, ისაუბრა უსაფრთხოების დახმარებაზე, რომელსაც მისი ადმინისტრაცია უკრაინას უწევს და მადლობა გადაუხადა საწარმოს თანამშრომლებს ამ დახმარების გაწევაში უშუალო მონაწილეობისთვის. თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ამერიკელების, მათ შორის ალაბამას ქარხნის მუშაკების განსაკუთრებულ როლს რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლაში.

 

ქარხანაში, სადაც დაახლოებით 600 ადამიანია დასაქმებული, ბოლო 20 წლის განმავლობაში 50000-ზე მეტი ჯაველინის რაკეტა გამოუშვა. „ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მათ (უკრაინელებს) შეუძლიათ გააგრძელონ ბრძოლა და ეს ომი რუსეთის სტრატეგიულ დამარცხებად აქციონ, არის ის, რომ მათ უკან პარტნიორები ჰყავთ“, – თქვა ბაიდენმა. ”თქვენ ეს გააკეთეთ”, –  მიმართა მუშებს. თქვენ შეცვალეთ ამ ხალხის ცხოვრება.

 

ბაიდენის თქმით, სხვა საკითხებთან ერთად, ამერიკული დახმარების წყალობით, უკრაინაში რუსული არმია მრავალი თვალსაზრისით “სულელურად გამოიყურება” და ვერ აღწევს თავის მიზნებს.

 

ბაიდენის  გამოსვლამ მოუწოდა კონგრესს დაამტკიცოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული უპრეცედენტო 33 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი უკრაინისთვის. მან ასევე ისაუბრა უკრაინის ომზე, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტზე თანამედროვე ისტორიაში – ის, რაც ხდება “ყოველ 6-8 თაობაში ერთხელ”.

 

ჩინეთის ლიდერმა სი ჯინპინმა პირდაპირ განაცხადა, რომ დემოკრატია 21-ე საუკუნეში შეუძლებელია, რადგან ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება. მაგრამ ეს მთლად ასე არ არის“, – განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

 

ბაიდენის თქმით, უკრაინელი ხალხი თავს იცავს და იხსნის მსოფლიოს იმ რისკისგან, რომ „ამერიკელი ჯარისკაცები დაიწყებენ რუს ჯარისკაცებთან ბრძოლას და დაიწყება მესამე მსოფლიო ომი“.

 

 

 

 

თამო თავხელიძე