აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დარწმუნებულია, რომ რუსეთის დიქტატორის ვლადიმერ პუტინის მიზანი არ არის მხოლოდ სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, არამედ უკრაინული კულტურის განადგურებაა.

 

ბაიდენმა გაიხსენა 2021 წლის ზაფხულში ჟენევაში პუტინთან შეხვედრა და რიგ საკითხებზე კომპრომისის მიღწევის მცდელობა. თუმცა,  როდესაც გვეგონა რომ ეს ყველაფერი დასრულდა, „100 000-ზე მეტი რუსი შემოიჭრა ქვეყანაში შუა ევროპაში,“-განაცხადა ბაიდენმა  10 ივნისს კალიფორნიაში გამართულ აქციაზე, თეთრი სახლის ვებგვერდის მიხედვით:

 

“მას არ სურს მხოლოდ უკრაინაში შეჭრა, მას სურს გაანადგუროს უკრაინული კულტურა, რადგან თვლის, რომ არ არსებობს დამოუკიდებელი უკრაინული კულტურა. ნახეთ რას აკეთებს ის. ის ანადგურებს არა მარტო იმას, რაც დარჩენილა დედამიწის სახლიდან. ანადგურებს მათ ყველა კულტურულ ცენტრს – მუზეუმებს, სკოლებს, ისტორიულ ძეგლებს. ცდილობს გაანადგუროს კულტურა”, – განაცხადა მან.

 

ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკას არ შეუძლია განზე გადგომა და ამის დაშვება. ”ეს უბრალოდ შეუძლებელია”.  სწორედ ამიტომ ვაშინგტონი აძლიერებს ნატოს და ეხმარება უკრაინას. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ომები მოლაპარაკების მაგიდასთან მთავრდება, თუმცა რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომის ვითარებაში მსგავსი მოლაპარაკებები, ცხადია, უახლოეს მომავალში არ გაიმართება.

 

თამო თავხელიძე