ისრაელში, იერუსალიმის სასამართლოში პრემიერ-მინისტრ ბანიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო. კორუფციისა და თაღლითობის ბრალდებით პრემიერის წინააღმდეგ პროცესი უკვე მესამედ მიმდინარეობს. 2020 წლის 28 იანვარს ისრაელის გენერალურმა პროკურორმა ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნა იერუსალიმის სასამართლოს წარუდგინა.

სასამართლო პროცესის განხილვა რამდენჯერმე გადაიდო, რისის მიზეზიც კორონავირუსის პანდემია და ქვეყანაში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნები გახდა. BBC-ის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრს გამოძიება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, თაღლითობასა და კორუფციულ გარიგებებში მონაწილოებაში სდებს ბრალს. ნეთანიაჰუ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

 

 

.interpressnews.ge/