ისრაელში სარაკეტო შეტევები  კვლავ გრძელდება. ზემოთ ამოქვეყნებულ  ვიდეოზე ჩანს მამა, რომელიც ცდილობს, საკუთარი ჩვილი, საფრთხისგან დაიცვას.  ვიდეო, როგორც ცნობილია, ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსამსახურმა Twitter- ზე ამოაქვეყნა.

ვიდეოში ნაჩვენებია კაცი, რომელსაც ხელში პატარა ბავშვი ხლში უჭირავს, დგას გზის მახლობლად მდებარე ბეტონის გალავანთან  და  სარაკეტო შეტევის დასრულებას ელოდება.

როგორც ჩვენთვის ცნობილია,  ჰამასის მიერ ნასროლ რაკეტას, ისრაელის “რკინის გუმბათის” საჰაერო თავდაცვის სისტემა ჰაერში  ანეიტრალებს. ცნობილია ასევე, რომ იგი, ჰამასის მხრიდან გაშვებული რაკეტების დაახლოებით 80% -ს ფარავს.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ისრაელის არმიის პრესსამსახური ხაზს უსვამს იმ მომენტს,  როდესაც  გარშემო რაკეტები ფეთქდება ხოლო მამაკაცის მთავარი მიზანი,საკუთარი ჩვილის დაცვა და უსაფრთხოებაა.

 

IDF აცხადებს, რომ ისინი გააგრძელებენ ბრძოლას ჰამასის წინააღმდეგ, რათა დაიცვან ისრაელის ყველა მოქალაქის სიცოცხლე.

 

თამო თავხელიძე