თურქული AnadoluJet-ის რეისის კაპიტანმა გააუქმა აფრენა ისრაელის მთავარი აეროპორტიდან მას შემდეგ, რაც მგზავრებმა ტელეფონებზე ავიაკატასტროფის ამსახველი ფოტოები მიიღეს.

 

ისრაელის საავიაციო ორგანომ განაცხადა, რომ თვითმფრინავი ჯერ კიდევ ბენ გურიონის აეროპორტში მოძრაობდა, როდესაც ინციდენტი მოხდა.

 

მგზავრები და ეკიპაჟი სასწრაფოდ  გაყვანილი იქნა ბორტიდან  და მოხდა ბარგის ხელახლა შემოწმება.

 

რამდენიმე ახალგაზრდა ისრაელის მოქალაქე ეჭვმიტანილად იქნა რის გამოც  დაკითხვაზე იქნა გადაყვანილი.

 

თვითმფრინავიკი აეროპორტიდან, ხუთი საათის დაგვიანებით გაფრინდა. AnadoluJet Boeing 737, ბორტზე 160 მგზავრით, მიდიოდა აფრენის პოზიციისკენ, როდესაც მგზავრებმა შეატყობინეს ეკიპაჟს, რომ მათ მიიღეს ფოტოები და კაპიტანს აცნობეს. კაპიტანმა კი გადაწყვეტილება ა ტერმინალში დაბრუნებულიყო.

 

ებრაული Ynet-ის ახალი ამბების საიტი იტყობინება, რომ სურათები გაზიარებული იყო AirDrop-ის საშუალებით, Apple სერვისით, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გაგზავნონ ფაილები ერთი Apple მოწყობილობიდან მეორეზე მცირე დისტანციების ფარგლებში.  გამოცემასი ასევე ნათქვამია, რომ ყველა სურათი მიღებულ იქნა iPhone-ებზე.

 

სურათები მოიცავდა თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავის სურათებს, რომელიც ჩამოვარდა ნიდერლანდებში 2009 წელს და კიდევ ერთი თვითმფრინავის ჩამოვარდნა შეერთებულ შტატებში 2013 წელს, თქვა Ynet-მა. რის შემდეგაც ადმინისტრაციამ მგზავრებს შესთავაზა, რომ მათ შეეძლოთ ხელახლა შემოწმებული თვითმფრინავში ჩასხდომა განეხორციელებინათ ან დარჩენილიყვნენ ისრაელში.

 

 

თამო თავხელიძე