ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა, – წერენ საინფორმაციო სააგენტოები ირანულ მედიაზე დაყრდნობით.

ტელეარხ NBC, ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, აცხადებს. რომ ირანის სამიზნეები ისრაელში სამთავრობო ობიექტები იქნება.

ახლო აღმოსავლეთის ცაზე პრაქტიკულად არ არის დარჩენილი სამოქალაქო თვითმფრინავი.  ყურადღების ქვეშ არის მოქცეული Flightradar-ის ფრენა ლონდონიდან ქუვეითში, რომელსაც თითქმის 100 ათასი ადამიანი ადევნებს თვალს.

საჰაერო თავდასხმის სირენები ისმის ბეერ-შევასა და სამხრეთ ისრაელის სხვა ქალაქებში. განგაში ასევე დაფიქსირდა გოლანის მაღლობებსა და იერუსალიმში.