იაპონიაში 4 იანვარს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად 200 ამდე ადამიანი დაიღუპა, ნანგრევებში ჯერ კიდევ ეძებენ ადამიანებს. სრულიად განადგურდა საქალაქო-ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა და ასობით ადამიანი დარჩა უსახლკაროდ. მომხადარი მიწისძვრის შემდეგ ქვეყნის შიგნით გაძლიერდა კრიტიკა იაპონიის დახმარებაზე უკრაინის მიმართ.
მაგრამ მთავრობა იგივე აზრზე რჩება და უკრაინის დახმარებას საერთაშორისო ვალდებულებად თვლის.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოკო კამიკავამ კვირას უკრაინაში მოულოდნელი  ვიზიტით პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტოკიოს მუდმივი მხარდაჭერა აღუთქვა  რუსეთთან ომში, რასაც იაპონიაში ოპოზიციისგან პროტესტი მოყვა. მათი თქმით, იმ დროს როდესაც აშშ-მ შეაჩერა უკრაინის დახმარება, იაპონია არ უნდა განაგრძობდეს დახმარებას იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში სხვა უამრავი პრობლემაა.

კამიკავამ უკრაინაში ვიზიტის დროს პირობა დადო, რომ იაპონია უკრაინას 37 მილიონ აშშ დოლარს გადასცემს დრონებისთვის საჭირო მოწინავე სისტემისთვის და დამატებითი გენერატორებისთვის.

ოქტომბერში იაპონიის პრემიერ მინისტრმა ფუმიო კიშიდამ  პირობა დადო, რომ იაპონია უკრაინას 4,5 მილიარდი დოლარით დაეხმარება მათ შორის 1 მილიარდი აშშ დოლარი გამოყოფილი იქნება  ჰუმანიტარული მიზნებისთვის, ინფრასტრუქტურის აღსადგენად და კონფლიკტის ზონებთან მცხოვრები მოსახლეობის მხარდასაჭერად.
ჯერ კიდევ ოქტომბერში, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია GlobeScan-ის მიერ გამოქვეყნებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ იაპონელების 77 % მხარს უჭერს  მთავრობას უკრაინის მხარდაჭერის გზაზე, მაგრამ როგორც ჩანს მიწისძვრამ, აშშ-ს კონგრესში უკრაინისადმი დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცების ჩავარდნამ და  ახალმა დაპირებამ დამატებითი 37 მილიონი დოლარით დახმარების თაობაზე  განწყობები გარკვეულწილად შეცვალა.

კრიტიკა განსაკუთრებით გაძლიერდა სამშაბათს,  jiji press -ის  მიერ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ:

1) „რას აკეთებს იაპონიის მთავრობა მსგავს ადგილას, როდესაც “ნოტოს” ნახევარკუნძულზე ამდენი ადამიანი სიცივესა და შიმშილს ებრძვის? შეერთებულმა შტატებმა უკრაინიდან გასვლა დაიწყო. იაპონია დარჩა და იძულებული გახდა უკრაინას მიხედოს ამერიკელების ნაცვლად”.

ასევე გამოქვეყნდა სტატია ერთ-ერთ წამყვან ონლაინ პლატფორმა japan roday – ზე სათაურით: “შეხედეთ მიწისძვრის შედეგბს, მოხუცებს, ბავშვებს. იაპონელებს უფრო ესაჭიროებათ 37 მილიონი აშშ დოლარის დახმარება, ვიდრე კიევის რეჟიმს”.

ამავე პრესაში განიხილეს უკრაინაში არსებული კორუფცია კიევში მცხოვრებ იაპონელ კონფიდენტზე დაყრდნობით, რომლის თქმით ეჭვს იწვევს უკრაინელი მაღალჩინოსნების უჩვეულო გამდიდრება საომარ პერიოდში და მათ მიერ შეძენილი მრავლმილიონად შეფასებული  ვილები გერმანიაში.

ვრცელი სტატია გამოქვეყნდა ავტორიტეტულ მედია პლაფორმა sauth china morning post – შიც სადაც იაპონიის მიერ დამატებითი 37 მილიონიანი დახმარების პაკეტის დაპირებას “თითქმის სიგიჟე” უწოდეს.