ჰამასის მაღალჩინოსანმა ალ ჯაზირას განუცხადა, რომ ისინი კვირას აგზავნიან დელეგაციას კაიროში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის.

ჰამასი აცხადებს, რომ მისი მოთხოვნები მოიცავს ცეცხლის მუდმივ შეწყვეტას, ისრაელის არმიის გაყვანას ღაზადან და იძულებით გადაადგილებული ადამიანების სახლებში დაბრუნებას სხვა ჰუმანიტარულ საკითხებთან ერთად.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გაეროს რეზოლუციის და ჯო ბაიდენის მოწოდების შემდეგ ისრაელის პრემიერმონისტრისადმი, რომ შეწყვიტოს ცეცხლი ღაზას სექტორში, ისრაელს მოუწევს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა, მიუხედავად იმისა, რომ მათი ამოცანა ჰამასის სრული ლიკვიდაციაა.