კიევზე თავდასხმის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა საოკუპაციო არმიის სარდლობა საკუთარ ხელში აეღო. ამის შესახებ Bellingcat-ის ჟურნალისტმა ჰრისტო გროზევმა Popular Politics-თან ინტერვიუში განაცხადა.

 

მისი თქმით, უკრაინის დედაქალაქზე წარუმატებელი თავდასხმა პუტინის რეპუტაციისთვის უდიდესი დარტყმაა. გროზევის წყაროების მიხედვით, რუსი დიქტატორი აღარავის ენდობა და ამიტომ ცდილობს ყველაფერი თვითონ აკონტროლოს და მითითებები  თავად გასცეს.

ჟურნალისტი თვლის, რომ რამდენიმე დღეში ან კვირაში კრემლის ხელმძღვანელს შეუძლია გამოასწოროს აშკარა შეცდომები, მაგრამ ის ვერ შეძლებს ახალი სტრატეგიის შექმნას უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის.

 

„ერთ კვირაში ვნახავთ… რაც მეტს აიღებს იგი საკუთარ თავზე, მით უარესი იქნება სტრატეგიისთვის“, – დასძინა გროზევმა.

 

 

 

თამო თავხელიძე