„ჩემი აზრით, ჩვენ გვაქვს ახლა პერიოდი, როდესც უნდა დავიწყოთ აქტიური მზადება მშვიდობიანი საპროტესტო აქციებისთვის. ეს მუხტი არსებობს და იარსებებს იქამდე, ვიდრე ამ ქვეყანაში არის საზოგადოება, რომელიც არ ეგუება იმას, რომ ძალაუფლება მის გარეშე არსებობს. სხვა საკითხია, ამ ფონზე, როდესაც კოვიდია და ობიექტური პრობლემა გვაქვს მთელს ქვეყანას, საზოგადოებასა და მთელს მსოფლიოს, რა არის ის ინსტრუმენტები, რომლითაც უფრო დაჩქარდება ივანიშვილამდე, მის თავამდე მიტანა იმ გზავნილის, რამდენად არ არის შენარჩუნებადი ეს სტატუს – ქვო მისთვის. სამარცხვინო ფორმით წასვლა, რაც მან გამოაცხადა, არის განპირობებული იმით, რომ ისიც კი თავისი ოლიგარქის ყნოსვით ხვდება, რამდენად სარისკო გზაზე დგას ქვეყანა მისი ქმედებების შედეგად. ამიტომ, მგონია, რომ ამ გაწევით თავს იზღვევს ცუდი სცენარის შემთხვევაში. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ საპროტესტო აქციებით უფრო სწრაფად ვიდრე ნელა, მის თავამდე და მისი გარემოცვის გაგებამდეც მივიდეს, რამხელა ნაღმზე სხედან პერსონალურად ისინი, იმიტომ, რომ მათთვის მარტო პერსონალური ბედია არის ფაქტორი. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ რისკების კარგად დემონსტრირებით, ვაიძულოთ, ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოვიდეს ყოველგვარი დამატებითი შარის გარეშე და დამატებით შარში ვგულისხმობ არასაარჩევნო ფორმით ცვლილების პროტესტს ხალხის მხრიდან, რისი თავიდან აცილებაც გვინდა ჩვენ. ამიტომ, ჩვენი საპროტესტო აქციების, მოძრაობის თუ საზოგადოებასთან აქტიური ინტერაქციის მიზანი იქნება სწორედ ეს. თარიღს ვერ გეტყვით ზუსტს, იმედი მაქვს გაზაფხულზე“, – განაცხადა ბოკერიამ.

 

წყარო