ბოლო დღეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი ვოლოდიმირ ზელენსკისთან ხანგრძლივ კონსულტაციებს მართავდა და მათ იპოვეს სხვა ფორმატი, რომელშიც ითანამაშრომლებენ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პარტიის, „ხალხის მსახურის” ფრაქციის თავმჯდომარემ განაცხადა.

დავით არახამიას განმარტებით, საქართველოს ექს პრეზიდენტის ახალ თანამდებობაზე განცხადება მომდევნო კვირის დასაწყისში გაკეთდება.

22 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზეს. თუმცა 30 აპრილს მთავრობამ პარლამენტიდან სააკაშვილის კანდიდატურა გაიწვია.