ევროპული საქართველოსა“ და ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილის წინა ხაზზე სააკაშვილი ვერ იქნება და არ იქნება. „ნაციონალური მოძრაობა“ მის პარტიაში სააკაშვილის წინა ხაზზე ყოფნას მათთვის სასარგებლოდ თუ თვლის, ეს მათ უნდა ჰკითხოთ. ჩვენთვის ეს საკითხი არ არსებობს და სააკაშვილი „ევროპული საქართველოს“ ან სხვა ოპოზიციური პარტიების გადაწვეტილებებში ვერ ჩაერევა. თუ მის პარტიაში აქვს ამბიცია, ეს მისი და მისი პარტიის საქმეა. „ევროპული საქართველოს“ საქმეებში ვერ ჩაერევა, ძალიანაც რომ მოინდომოს“,- განაცხადა ბოკერიამ.