19 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები არაფორმალურ ვიდეოკონფერენციას გამართავენ, რომლის დროსაც განიხილავენ საქართველოს საკითხს.

 

შესაბამის ინფორმაციას ავრცელებს ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური.

 

პრესრელიზის თანახმად, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი აცნობებს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმდინარე საკითხებზე, განიხილავს უახლეს მოვლენებს და დაგეგმილ მოვლენებს. ვიდეოკონფერენცია დაეთმობა საქართველოში, ინდოეთში, მიანმარში, მოზამბიკში განვითარებულ მოვლენებს და ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს.

 

გარდა ამისა, ევროკავშირის მინისტრები ვიდეოკონფერენციას გამართავენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან.

 

 

 

 

თამო თავხელიძე