ევროპის საბჭოს სხდომაზე ლიდერებმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბრების მიზანშეწონილობა განიხილეს. ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა ისაუბრა, იუწყება ERR.

 

”ჩვენ გვქონდა ძალიან დაძაბული დისკუსია პუტინთან დარეკვის შესახებ,” – თქვა კალასმა ესტონეთის ტელევიზიის ეთერში სამშაბათს საღამოს, როდესაც ისაუბრა,  პუტინს,  საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს შორის ბოლო მოლაპარაკებებზე. და აქვე დასძინა,-” ევროკავშირის ლიდერებმა მკითხეს: ღირს კი, პუტინთან დარეკვა?

 

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით,  რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან მოლაპარაკების ინიციატორების კეთილი განზრახვის მიუხედავად, „ხედავთ, რომ პუტინს არ სურს რაიმე ზომების მიღება“. „მაგრამ შოლცი და მაკრონი ამბობენ, რომ ზელენსკის ტელეფონით ურეკავენ იმის გამო, რომ პუტინს არ სურს უკრაინასთან საუბარი.

 

გარდა ამისა, რამდენადაც ვიცი,  ზელენსკიმ მათ სთხოვა ყოფილიყვნენ შუამავლები“, – თქვა კალასმა.

 

 

შეგახსენებთ, რომ მაისის თვეში, კაია კალასმა დასავლეთის ლიდერებს მოუწოდა შეწყვიტონ არაფრის მომცემი და ფუჭი სატელეფონო ზარები პუტინთან.

 

 

თამო თავხელიძე