2020 წლის მე-4 კვარტალში ბიზნეს სექტორში საშუალო თვიური ხელფასი 1 417.0 ლარამდე გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, ეს 12,2 ლარით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

სფეროებს შორის პირველ ადგილზე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობებია, სადაც საშუალო ანაზღაურება თვეში 2 319 ლარია. მეორე ადგილზეა ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, სადაც დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება 2 257.2 ლარს შეადგენს. ყველაზე დაბალანაზღაურებადი სფერო ამჯერად განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების სექტორი იყო, სადაც საშუალო ანაზღაურება 873, 6 ლარია.

საშუალო ყოველთვიური ხელფასები ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით:

 

  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 319.9 ლარი
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 257.2 ლარი
  • ხელოვნება, გართობა და დასვენება – 2 114.3 ლარი
  • მშენებლობა – 2 074.4 ლარი
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 1 855.8 ლარი
  • ტრანსპორტი და დასაწყობება – 1 710.9 ლარი
  • ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 1 548.6 ლარი
  • დამამუშავებელი მრეწველობა – 1 261.4 ლარი
  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი – 1 243.5 ლარი
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – 1 165.8 ლარი
  • ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები – 1 130.3 ლარი
  • განათლება – 1 106.4 ლარი
  • წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები – 1 092.4 ლარი
  • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – 1 006.3 ლარი
  • ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები – 903.6 ლარი
  • განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები – 873.6 ლარი

 

bpn.ge