ხუთშაბათს საღამოს, კერძოდ კი 26 აგვისტოს, ყაზახეთის ჟამბილის რაიონში, No 28349 სამხედრო ნაწილში საბრძოლო მასალის საწყობს ცეცხლი გაუჩნდა.

ხანძარს ექვსი აფეთქება მოჰყვა,- იუწყება ინტერფაქსი ყაზახეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

აფეთქებების შედეგად დაშავდა 66 ადამიანი.

ამ დრომდე,  28 დაზარალებული რჩება საავადმყოფოებში, მათგან ექვსი კი მძიმე მდგომარეობაშია. თავდაცვის მინისტრმა ნურლან იერმეკბაევმა განმარტა, რომ ინციდენტის შედეგად დაიღუპა ოთხი სამხედრო მოსამსახურე: სამხრეთ რეგიონის სამხედრო პროკურორი, სერჟანტი, კაპრალი და მილიტარიზებული მცველი. ამავდროულად, ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი და სამი სამხედრო მოსამსახურე გაქრა. საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი განიხილავს საწყობში აფეთქებებისა და ხანძრების რამდენიმე სავარაუდო მიზეზს, მათ შორის ცეცხლის წაკიდებას.

ინციდენტის შემდეგ, ერმექბაევმა ასევე გამოაცხადა თანამდებობის დატოვების განზრახვა. ”მე მივიღე გადაწყვეტილება და   ვითხოვ გადადგომას. გადაწყვეტილებას კი  მიიღებს სახელმწიფოს მეთაური, ” – თქვა მან. უნდა აღინიშნოს, რომ 500 ტონა TNT ინახებოდა სამხედრო ნაწილში საწყობში, ხანძრის ფართობი თითქმის 700 კვადრატული მეტრი გახლდათ.აფეთქების შედეგად წარმოქმნილი  ფრაგმენტები ორ კილომეტრამდე რადიუსში გაიფანტა.

 

იხ.ვიდეო:

 

 

 

თამო თავხელიძე