ძალიან იშვიათად იღება კარი ჩვენი კალიბრის ქვეყნისთვის, აშშ-ს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში აღმოსაჩენად8. ბაიდენის საგარეო პოლიტიკა, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერას და რუსეთისთვის, ფაქტიურად, ახალი ‘შეკავების’ პოლიტიკის განვითარებას გულისხმობს, სწორედ მსგავსი შესაძლებლობაა. ასეთ ისტორიულ მომენტში ქვეყნის სათავეშია ძალა, რომელიც პოლიტიკური ოპონენტების სამართლებრივ დევნას განაგრძობს, ჩვენი მოქალაქის გატაცებას და მისთვის 13 წლით პატიმრობის მისჯას, მხოლოდ ‘დაგმობით’ პასუხობს, მაშინ, როდესაც ქვეყნის შიგნით განხეთქილების და ზიზღის პროპაგანდას ეწევა. ამიტომ, ეს შესაძლებლობა სამოქალაქო საზოგადოებამ, დემოკრატიულმა ოპოზიციამ და დამოუკიდებელმა მედიამ უნდა აითვისოს. ჩვენ უნდა გავხდეთ პარტნიორები ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკური ამოცანების განხორციელებაში. ეს არის საგარეო ფრონტზე დღეს მთავარი ამოცანა.