დიდი ბრიტანეთი და აშშ ემზადებიან იემენში  ექსტრემისტული დაჯგუფება ჰუთების  წინააღმდეგ თავდასხმისთვის.
ავტორიტეტული საინფორმაციო სააგენტო The Times იუწყება, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ  სრული შემადგენლობით განიხილა იემენის მეამბოხეების წინააღმდეგ შესაძლო საჰაერო თავდასხმის ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობა.

ბრიტანული სააგენტოს თქმით, აშშ-ს და ბრიტანეთის მთავრობას აქვთ კოორდინირებული გეგმები ჰუთების   ბაზებისაა და მეკობრული კატარღების წინააღმდეგ.

ჰუთების დაჯგუფება აკონტროლებს ქვეყნის მჭიდროდ დასახლებულ ჩრდილო-დასავლეთ რეგიონს. შეგახსენებთ, რომ ჰუთებმა 10 იანვარს დრონებით თავდასხმა მოაწყეს გემების წინააღმდეგ, რომლებიც  წითელი ზღვაში დაცურავენ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სავაჭროდ. ჰუთებმა აღნიშნეს, რომ იქამდე არ შეწყვეტენ ბრძოლას, სანამ ისრაელი ღაზას სექტორიდან ჯარს  არ გაიყვანს

 

ამერიკული ავტორიტეტული გამოცემა Wall Street Journal  იტყობინება, რომ დასავლელმა დიპლომატებმა გააფრთხილეს  გადამზიდავი კომპანიები, რომ თავდასხმები სავარაუდოდ იემენის ქალაქების ჰოდეიდას, ჰაჯას და ჰუთების მიერ კონტროლირებად დედაქალაქ სანას შეეხება.

WSJ-ის თქმით, მას შემდეგ რაც  ჰუთებმა სავარაუდო თავდასხმის  შესახებ შეიტყვეს, იარაღის დიდი ნაწილი ბაზებიდან გაიტანეს და  საგულადაგულოდ გადამალეს.

ჰუთებს ზურგს ირანი უმაგრებს, რომლის დახმარებითაც ჰუთებმა იემენში ძალაუფლება შეინარჩუნეს და გაუძლეს წლების განმავლობაში მათ წინააღმდეგ  საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით კოალიციური ძალების მიერ ორგანიზებულ თავდასხმებს იემენში მიმდინარე ომის დროს.