ჩეხეთის პრეზიდენტმა, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საფრთხე ეჭვქვეშ დააყენა. 

 

მოსკოვი “გიჟი არ არის”, – თქვა მან კვირას, 6 თებერვალს.  ჩეხეთის პრეზიდენტ ზემანის თქმით, რუსეთს ესმის, რომ თავდასხმის შემთხვევაში ის გაცილებით ნაკლებს მიიღებს, ვიდრე დაკარგავს დასავლეთის სანქციების შემდგომი ესკალაციის გამო.

 

ჩეხეთის ლიდერმა უკრაინის გამო კონფლიქტი “სიტყვათა ომად” შეაფასა, რომელსაც, მისი აზრით, როგორც რუსეთი, ასევე დასავლური ძალები აზვიადებენ. გარდა ამისა, სახელმწიფოს მეთაურმა, რომელიც არის ჩეხეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალიც,  წინააღმდეგია სამხედრო პერსონალის სხვა ქვეყნებში გაგზავნაზე, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების ფარგლებში.

 

ამავე დროულად, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი ადრე ამტკიცებდა, რომ ნატოს დამატებითი ძალების გაგზავნა ბლოკის აღმოსავლეთ ქვეყნებში ასევე  თავად ჩეხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოებას ემსახურება .

 

 

 

თამო თავხელიძე