დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა სიტყვით მიმართა უმაღლეს რადას და  უკრაინის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ განცხადება გაააკეთა,- ინფორმაციას EP ავრცელებს.

 

სიტყვით გამოსვლისას ჯონსონმა პირობა დადო, რომ უახლოეს კვირებში უკრაინა მიიღებს ბრიმსტონის გემსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს, ისევე როგორც ჯავშანტექნიკას, ხალხის ევაკუაციის მიზნით დაპყრობილი ტერიტორიებიდან და საფრთხის ქვეშ მყოფი ადგილებიდან.

 

სხვა საკითხებთან ერთად, ბრიტანული მხარე უზრუნველყოფს რადარებს და დრონებს. სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ოდენობა 300 მილიონი ფუნტი იქნება.

 

ჯონსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ცდილობს უკრაინის იმდენად გაძლიერებას, რომ ვერავინ გაბედავს მის ხელყოფას. ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინა მოიგებს ომს და მისი გამარჯვების ისტორიები თაობიდან თაობას გადაეცემა.

 

„ამის შესახებ ისინი შვილიშვილებს და შვილიშვილებს ეტყვიან, რომ უკრაინელებმა მთელ მსოფლიოს ასწავლეს, რომ აგრესორის სასტიკ ძალას არაფრის გაკეთება არ შეუძლია იმ ხალხსადმი, ვინც თავისუფლება აირჩია. ისინი იტყვიან, რომ უკრაინელებმა თავიანთი გამძლეობით, თავგანწირვით დაამტკიცეს, რომ იარაღი და ტანკები ვერ თრგუნავენ ერს, რომელიც დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, ამიტომ მჯერა და ვიცი, რომ უკრაინა გაიმარჯვებს“, – განაცხადა პრემიერმა.

 

ამავე დროს, ჯონსონმა აღიარა, რომ დასავლეთმა ძალიან დაგვიანებულად უპასუხა ყირიმის ანექსიას, ასევე  2014 წელს დონბასზე თავდასხმას და თქვა, რომ ამ შეცდომის გამეორების უფლება აღარ აქვთ.

 

 

თამო თავხელიძე