Bloomberg-ი: 2020 წლის 4 თვეში აშშ-ში 98 საწარმო გაკოტრდა

პანდემიამ ამერიკაში კომპანიების გაკოტრებას შეუწყო ხელი. როგორც Bloomberg-ი წერს, 2020 წლის 4 თვეში შეერთებულ შტატებში 98 საწარმო გაკოტრდა, რომელთა დავალიანება მინიმუმ 50 მლნ დოლარს შეადგენს. ეს არის კომპანიების გაკოტრების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდგომ.

ამასთან, სააგენტოს ცნობით, 2020 წლის მაისში თავი გაკოტრებულად 27-მა კომპანიამ გამოაცხადა და მოითხოვა კრედიტორებისგან დაცვა გაკოტრების შესახებ კანონის მე-11 თავით გათვალისწინებული უფლებების დაცვით.

Bloomberg-ი წელს ყველაზე მსხვილ გაკოტრებად ასახელებს მაღაზიათა ქსელის J. C. Penney- ის, J. Crew-ს, Latam Airlines Group SA-ის და Avianca Holdings-ის გაკოტრებას.

რეკორდული რჩება 2009 წლის მაისი, როდესაც ერთ თვეში ამერიკაში 29 კომპანია გაკოტრდა. მთლიანად წლის განმავლობაში კი ქვეყანაში გაკოტრებულად თავი 142-მა კომპანიამ გამოაცხადა.

 

წყარო

2020-05-29T23:16:28+04:00მაისი 29th, 2020|