ბაიდენმა ეს გააკეთა!

 

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ახალი ანტირუსული სანქციების შემოღების შესახებ, იუწყება თეთრი სახლის პრესსამსახური.

 

შეზღუდვის ზომები, განსაკუთრებით, გავლენას მოახდენს რუსეთის სახელმწიფო ვალზე. ასევე, სანქციები დაწესებულია 16 ორგანიზაციისა და 16 ფიზიკური პირის მიმართ. გარდა ამისა, შეერთებული შტატები გააძევებს ვაშინგტონში რუსეთის დიპლომატიური მისიის 10 თანამშრომელს.

 

როგორც ცნობილია, სანქციების დაწესების შემდეგ აშშ-ს ელჩი დაიბარეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 

როგორც თეთრი სახლის პრესრელიზშია ნათქვამი, ამერიკულ კომპანიებს ეკრძალებათ 14 ივნისის შემდეგ პირდაპირ შეიძინონ რუსული სასესხო ფასიანი ქაღალდები, რომლებიც გაცემულია რუსეთის ცენტრალური ბანკის, რუსეთის ეროვნული სიმდიდრის ფონდის ან ფინანსთა სამინისტროს მიერ. აღინიშნა, რომ ვაშინგტონს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია გააფართოოს სანქციები რუსეთის ფედერაციის სუვერენულ სესხზე.

 

”რუსეთის სპეცსამსახურების კიბერპროგრამის მხარდაჭერისთვის” ექვსი ორგანიზაციის წინააღმდეგ დაწესდა სანქციები.

 

 

 

 

თამო თავხელიძე