მარიუპოლის უკრაინელი დამცველების რუსი დამპყრობლებისთვის გაცვლაზე საუბარი ნაადრევია. შესაბამისი განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ გააკეთა, -იუწყება რია ნოვოსტი.

 

უკრაინაში სუმის რეგიონში მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რუსი ვადიმ შიშიმარინის სამუდამო პატიმრობით გაცვლის შესაძლებლობაზე, რუდენკომ თქვა, რომ დატყვევებული უკრაინელების გაცვლის შესაძლებლობა განიხილება “სასამართლო პროცედურების დასრულების შემდეგ”.

 

„ყველაფერს განვიხილავთ მას შემდეგ, რაც ჩაბარებულებს სათანადოდ გაასამართლებენ და დაისაჯებიან. შემდეგ შეიძლება იყოს სხვა ნაბიჯები. მანამდე ყველა საუბარი გაცვლაზე ნაადრევია“, – თქვა მან.

 

 

 

ოვსტალი

 

თამო თავხელიძე