თურქეთი უნდა გამოირიცხოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან, რადგან ის მტრულად არის განწყობილი ამ ორგანიზაციის მიმართ. ეს აზრი ახლო აღმოსავლეთის ფორუმის პრეზიდენტმა, ისტორიკოსმა და აღმოსავლეთმცოდნემ დენიელ პაიპსმა გამოთქვა. „თურქეთი ნატოს ძალიან კარგი მოკავშირე იყო 2002 წლამდე, მაგრამ ბოლო 20 წლის განმავლობაში ის ძალიან ცუდი მოკავშირე იყო. მე არ ვფიქრობ, რომ თურქეთი ნატოს წევრია და ამაზე უკვე 10 წელია ვსაუბრობ“, – განაცხადა მან TVP World-ის ჟურნალისტებთან ინტერვიუში. პაიპსმა დასძინა, რომ თურქეთი ახორციელებს აგრესიულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინააღმდეგ,

 

მან თურქეთის პოლიტიკას „შანტაჟი“ უწოდა, სახელმწიფოს გაგზავნა „რუსეთისა თუ ჩინეთისკენ“.

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, თურქეთმა დაბლოკა ფინეტის და შვედეთის თურქეთში გაწევრიანების საკითხი. მიზეად კი მათი ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირი დაასახელა.

 

 

 

თამო თავხელიძე