აშშ-ს ადმინისტრაციამ სანქციები დააწესა კრემლის წინააღმდეგ. ისინი არც ისე მკაცრი აღმოჩნდნენ. შეიძლებოდა თუ არა ბაიდენს შეეცადა პუტინთან მოლაპარაკება უკრაინასთან მიმართებაში?  დიახ,  შეიძლებოდა,-განმარტავს  კონსტანტინე ეგერტი., რომელსაც გერმანული გამოცემა DW აქვეყნებს.

 

***

 

ჯო ბაიდენმა მართლაც მძიმე დარტყმა მიაყენა პუტინის რეჟიმს, თუ არა? ან იქნებ გააფრთხილა რას მოიმოქმედებს, თუ ..? ერთი შეხედვით, ყველაფერი ისე ჩანს, თითქოს თეთრმა სახლმა მოსკოვთან დაპირისპირება ახალ საფეხურზე აიყვანა. კრემლთან დაკავშირებული პირებისა და კომპანიების მიმართ სანქციების გარდა, ასევე რუსი დიპლომატების გაძევების გარდა, მიღებული იქნა ზომები რუსეთის საგარეო ვალის წინააღმდეგაც.

 

გარდა ამისა, ამერიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დირექტივას სათაურით ”საგანგებო ვითარება ქვეყანაში ეროვნული უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკის შეერთებული შტატების უჩვეულო საფრთხის გამო”. თუმცა, სინამდვილეში, ეს ყველაფერი არის – მხოლოდ იურიდიული ინსტრუმენტი, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტს საშუალებას აძლევს ამიერიდან დააწესოს სანქციები საკუთარი ბრძანებით, კონგრესის მონაწილეობის გარეშე.

 

აშშ-ს სანქციები – “დამოკლეს მახვილი” პუტინის თავზე

სანქციები რუსეთის სახელმწიფო ვალის წინააღმდეგ, რომლის შესახებაც ბაიდენის ბრძანებების გამოქვეყნებიდან პირველივე საათებში სოციალური ქსელები ბობოქრობდა ფაქტობრივად, განსაკუთრებული არაფერია. ბოლოს და ბოლოს, ტრამპის ადმინისტრაციამ ხომ  პირველი დარტყმა მიაყენა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ვალს?  მან აკრძალა ვალუტაში გამოსახული ობლიგაციების ყიდვა. ბაიდენის დირექტივა კრძალავს რუბლის ობლიგაციების ყიდვას, მაგრამ მხოლოდ პირველად ბაზარზე, ანუ პირდაპირ რუსეთის სახელმწიფოდან. მაგრამ თუ გსურთ შეიძინოთ ისინი, მაგალითად, რომელიმე რუსული ბანკიდან, რომელიც აფილირებულია სახელმწიფოსთან არის დაკავშირებული, მაშინ სიტყვსაც არავინ გეტყვით.

 

კონსტანტინე ეგერტი

 

კრემლისთვის ყველაზე უსიამოვნოა ის, რომ განკარგულების ტექსტის თანახმად, ამიერიდან, ბაიდენს და მის მომავალ მემკვიდრეებს თეთრ სახლში შეუძლიათ პარლამენტარებთან კონსულტაციის გარეშე დააწესონ სანქციები კრემლის ნებისმიერი ქმედებისათვის, რომელსაც ისინი მტრად მიიჩნევენ. ნებისმიერი კომპანიისა და ინდივიდუალური პირის წინააღმდეგ, რომელსაც პრეზიდენტი მცირედიდაც თუ  მიიჩნევს ამ მტრული ქმედებების თანამონაწილედ, მათ შორის რუსეთის მმართველი ელიტის წევრების მეუღლეები და ზრდასრული ბავშვებიც. როგორც ამ შემთხვევაში ნაცნობმა დასავლელმა ფინანსურმა ანალიტიკოსმა თქვა, “დამოკლეს მახვილი ხუთჯერ უფრო დიდი იყო და ხუთჯერ უფრო მკვეთრი, ვიდრე წინა”.

 

 

 ინფორმაციული გაჟონვა ბაიდენიდან

 

როგორ იმოქმედებს ეს ახლო მომავალზე? ორი დღეც არ გასულა მას შემდეგ, რაც ბაიდენმა პუტინს ტელეფონით ისაუბრა და შეხვედრა შესთავაზა. საუბრის დასრულების შემდეგ, რუსეთის ლიდერმა სასწრაფოდ დაურეკა ფინეთის პრეზიდენტს საული ნინისტოს და კრემლის პრესსამსახურის ცნობით, მას “აცნობა” ბაიდენთან საუბრის შესახებ. ნინისტო დიდი ხნის განმავლობაში ასრულებდა შუამავლის როლს მოსკოვსა და დასავლეთს შორის. სწორედ ის იყო პუტინი-ტრამპის სამიტის მასპინძელი 2018 წელს. ეს გამოიყურებოდა ისე,  თითქოს პუტინი ჩქარობდა ამ მომენტის გამოყენებას  სამიტის ორგანიზების პროცესის დაწყებამდე, ვიდრე არ იყო გვიან..

 

 

საული ნინისტო-ფინეთის პრეზიდენტი

 

 

მაგრამ სანქციების დაწესება ამის შემდეგ დაუყოვნებლივ, ერთი შეხედვით, ნიშნავს სამიტის იმედების დასამარებას. სამიტის შეხვედრებისთვის მზადება გულისხმობს გარკვეულ თავშეკავებას ორივე მხრიდან. და უცებ – სანქციები. ერთადერთი ლოგიკური ახსნა აქ არის ის, რომ ბაიდენს დიდი ხანია აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მან დააყოვნა პასუხი მოსკოვზე და არ  დაგმო 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა.

 

ბაიდენმა შედარებით მსუბუქი ზომები აირჩია, მაგრამ მომავლის გათვალისწინებით.  მან ამის შესახებ გააფრთხილა კრემლში თანამოსაუბრე.

 

ბაიდენი და პუტინი შეთანხმდნენ დონბასზე?

სანქციები გულისხმობს არა იმდენად უშუალო ზიანს, რამდენადაც მომავლისთვის წითელი ხაზების გატარებას.  ისმის კითხვა  – რას მოიმოქმდებს  პუტინი ამის შემდეგ? დასაწყისისთვის ათი ამერიკელი დიპლომატი გააძევეს. სხვა შესაძლო ზომებში შედის “რადიო თავისუფლების” უკვე ნახევრად დახურული ბიუროს დახურვა და ტვიტერის დაბლოკვა, რაც ასევე დროებითია.

 

თუ 21 აპრილს ფედერალურ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას პუტინმა მოულოდნელად გამოაცხადა ე.წ. “LPR” და “DPR” – ს აღიარება და ან მათი რუსეთის მფარველობაში გადაყვანა – ეს, ფაქტობრივად, დააკანონებს სიტუაციას, რომელიც უკვე არსებობს 2014 წლის შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში, ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება დამაჯერებლად  ითქვას, რომ : ეს იქნება მდუმარე, არაოფიციალური,   შეთანხმება,  ან როგორც უფრო მოგიხერხდებათ უწოდოთ, თუნდაც , ურთიერთგაგება, ბაიდენთან.

 

მილიტარისტული ისტერიკის შემდეგ, რომელიც მესამე კვირაა არ განმუხტავს კრემლის მედიასა და სოციალურ ქსელებში მყოფ მთავრობას, ძნელი წარმოსადგენია, რომ მომავალ კვირას პუტინი მოსახლეობის მხარდასაჭერად სახელმწიფო რეზერვების გამოქვეყნებასა და  “მდიდრების” მიმართ ახლად დაკისრებულ გადასახადებზე ისაუბრებს.  რა თქმა უნდა, დასავლეთში აღშფოთება ამ შემთხვევაში არ შეიძლება თავიდან იქნას აცილებული და შეიძლება მოყვეს ახალი სანქციები. ყოველივე ამის შემდეგ, ასეთი ნაბიჯი ნიშნავს უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ფაქტობრივ, თუ არა იურიდიულ ანექსიას რუსეთის მხრიდან. კიევის რეაქცია, სავარაუდოდ, მკაცრი და აღშფოთებული იქნება, მაგრამ, ფაქტობრივად, პრეზიდენტ ზელენსკის შეეძლება ლეგალურად გამოაცხადოს ის, რაზეც მანამდე ისაუბრა, ნახევრად ოფიციალურად – მინსკის შეთანხმებები მკვდარია და მათ ვერავინ შეასრულებს.

 

ეს მხოლოდ შესაძლო ვერსიაა

 

მოვლენების განვითარება. შესაძლებელია, პუტინი აფასებს მინსკის პროცესს, როგორც უკრაინაზე ზეწოლის მთავარ ინსტრუმენტს და არ სურს მისი დაშლა. მაგრამ ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ბაიდენმა შესთავაზა პუტინს დღევანდელი სიტუაციის გამოსწორება, როგორც დღეს არის და სხვა არაფერი…. აშშ-ს პრეზიდენტს აქვს მრავალი სხვა გამოწვევა ქვეყნის შიგნით და ერთი მთავარი საგარეო პოლიტიკაში,-ჩინეთი.

იმისათვის, რომ არ განერიდოთ იმას, რაც შორეულ მოვლენებში ხდება და, ფაქტობრივად, გავლენას არ ახდენს დონეცკსა და ლუგანსკზე, შეგიძლიათ პუტინს გადარჩენის საშუალება მისცეთ და გააფრთხილოთ: “აღარ გაგვაკვირვოთ სიურპრიზებით – არსად!” პრობლემა ისაა, რომ ასეთი შეთანხმებები ევროპის ისტორიაში ყოველთვის მყიფეა.

 

გავიხსენოთ თუნდაც, როდესაც 1908 წელს ავსტრია-უნგრეთმა ოფიციალურად  მოახდინა  ბოსნია და ჰერცეგოვინას ანექსია თავისი მთავარი ქალაქით სარაევოთი, ბევრისთვის ეს უბრალოდ ჩადენილი დანაშაულის საკანონმდებლო აქტი იყო.

 

ავტორი: კონსტანტინე ეგერტი არის რუსი ჟურნალისტი, DW– ის ყოველკვირეული რუბრიკის ავტორი და ინტერვიუ – პროექტის DW „vTRENDde“.

კომენტარი გამოხატავს ავტორის პირად აზრს. ეს შეიძლება არ ემთხვეოდეს რუსეთის რედაქციის და ზოგადად Deutsche Welle- ს მოსაზრებებს.

 

 

 

 

თამო თავხელიძე