აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსები, „უსახლკარო ეროვნების“ მოქალაქეების კატეგორიაში შეიყვანა. სიაში შედიან ის რუსები, რომლებსაც სურთ შეერთებულ შტატებში ვიზის მისაღებად განაცხადი გააკეთონ. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში, რომელიც შეიცავს ინსტრუქციებს ვიზის განმცხადებლებისთვის.

 

შეერთებული შტატები “უსახლკარო ეროვნებებად” მოიხსენიებს,  იმ ქვეყნების მოქალაქეებს, სადაც ამერიკულ მხარეს არ აქვს საკონსულო ოფისი და სადაც პოლიტიკური სიტუაცია იმდენად არასტაბილურია, რომ ამერიკელ დიპლომატებს არ შეუძლიათ სავიზო განაცხადების განხილვა.

 

დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის ზემოთხსენებული სიის ბინადრები არიან 10 ქვეყნის მოქალაქეებო – კუბა, ერიტრეა, ირანი, ლიბია, სომალი, სამხრეთ სუდანო, სირიაი, ვენესუელს, იემენი და რუსეთი. სწორედ რო, ამ ქვეყნის მოქალაქეები მოიხსენიება დოკუმნეტში – როგორც „უსახლკარო ეროვნებების“ წარმომადგენლები.

ამ დოკუმენტის მიღების შემდეგ,  რუსებმა უნდა მიმართონ აშშ-ს დიპლომატიურ მისიას სხვა ქვეყანაში, რათა მოითხოვონ ამერიკული ვიზა.

ინსტრუქციებში სახელმწიფო დეპარტამენტი მათ ურჩევს მიმართონ პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში არსებულ, ამერიკის საელჩოს.

 

 

 

 

თამო თავხელიძე