აშშ -ს ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი საშარდე გზების ინფექციის გამო კალიფორნიის უნივერსიტეტის საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია. იტყობინება CNN.

 

კლინტონის პერსონალურმა თერაპევტმა დაადასტურა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ჰოსპიტალიზირებულია საშარდე გზების ინფექციის გამო, რომელიც გავრცელებულია სისხლში.

 

”იგი გადაიყვანეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დაკვირვებისთვის. მას ჩაუტარდა ინტრავენური ანტიბიოტიკების და სითხეების ორგანიზმში შეყვანა. ის რჩება საავადმყოფოში მუდმივი მონიტორინგისთვის, ” – ნათქვამია ექიმების ერთობლივ განცხადებაში.

 

ექიმებმა ასევე აღნიშნეს, რომ კლინტონის სხეული კარგად რეაგირებს ანტიბიოტიკებზე. თავად პოლიტიკოსი კარგ ხასიათზეა, ესაუბრება თავის ოჯახს და თანამშრომლებს და გამოდის სასეირნოდ.

 

 

 

 

თამო თავხელიძე