აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ ამერიკის დაზვერვამ ვერ მოიპოვა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაცია, მოძრაობა “თალიბანის” მომხრეებს (აკრძალულია რფ-ში) ამერიკელი სამხედროების განადგურებისთვის დაჯილდოებას შეჰპირდა, რის შესახებაც ინფორმაცია ადრე, გაზეთმა The New York Times-მა (NYT) გაავრცელა. “დაზვერვამ ახლახანს შემატყობინა, რომ მათ ვერ ცნეს ეს ინფორმაცია დამაჯერებლად და ამ მიზეზის გამო არ შეგვატყობინეს არც მე და არც ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის. სავარაუდოდ ეს გახლვათ კიდევ ერთი ფაბრიკაცია რუსეთის თემის მისტიფიკაციაზე, რომელიც მოაწყო ცრუ ინფორმაციების გაზეთმა New York Times-მა, რათა რესპუბლიკელები ცუდი კუთხით წარმოეჩინათ”.

ანალოგიური მასალა იმაზე, რომ რუსეთი ასპონსორებდა “თალიბანს” ამერიკელი სამხედროების მოკლვისთვის, 29 ივნისს გამოაქვეყნა The Washington Post-მაც. გაზეთის ინფორმაციით, სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე ლიკვიდირებული იქნა რამდენიმე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე.

 

ავტორი: თამო თავხელიძე