“ამერიკელების თავდასხმა იემენელი ჰუთების წინააღმდეგ უპასუხოდ არ დარჩება. ჩვენი მკაფიო მიზანი ისრაელთან დაკავშირებული გემები არიან და ჩვენ  უკან არცერთ შემთხვევაში არ დავიხევთ“. განაცხადა ექსტრემისტული დაჯგუფების ლიდერმა აბდელ-მალიქ ალ-ჰუტიმ სატელევიზიო გამოსვლაში.

სხვადასხვა გადამზიდავმა კომპანიებმა უკვე შეაჩერეს ოპერაციები წითელი ზღვის გავლით.  მათ უფრო გრძელი გზის გამოყენება უწევთ ტვირთების გადასაზიდად, რომელიც აფრიკის კონტინენტის გარშემო გადის.

კვიპროსის გადაზიდვების  პალატის ( CSC რომელშიც ერთიანდება დაახლოებით 200 გადამზიდი კომპანია ) დირექტორმა თომას კაზაკოსმა განაცხადა, რომ თავდასხმებს შეიძლება ჰქონდეს არსებითი გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე და დამანგრეველი გავლენა ფასებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კაზაკოსის თქმით პრობლემა  საგრძნობი იქნება განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის სადაც მეტწილად არიან დამოკიდებულნი ნედლეულზე, გაზზე, მარცვლეულზე და ფარმაცევტულ საშუალებებზე.  ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ შექმნილი ვითარება არსებით გავლენას მოახდენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ბიზნეს ოპერაციებზე.