უკვე ეჭვები მიჩნდება, რომ ამ შეთანხმებების ჩასაშლელად ვიღაც რუსეთის დავალებას ასრულებს, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის განმარტებით, მოლაპარაკება ოპოზიციამ ჩაშალა.

„ოპოზიციამ თქვა, მხოლოდ ჩვენ აზრებს ნუ ისმენთ და თქვენ შემოგვთავაზეთ და ჩვენ ამას დავთანხმდებითო. ბოლო ჩამოსვლისას დანიელსონმა გვითხრა, რადგან მე მედიატორი ვარ, გეტყვით რაც არის ევროკავშირის პირობა და ჩამოთვალა 5 პუნქტი. ამის შემდეგ, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, შემიძლია შვილებიც დავიფიცო, ამ დოკუმენტს 100%-ით ხელს აწერდა ვახო მეგრელიშვილი, ჩვენი პარტია, „ქართული ოცნება“ დაახლოებით 95%-ით მზად იყო ამ შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა, ოპოზიციის დიდი ნაწილი კი ამას 100%-ით არ აწერდა ხელს. ეს შეთანხმება ოპოზიციამ ჩაშალა, რადგან არ აწყობდათ მაგალითად ის, რომ არ ეწერა დოკუმენტში ვადამდელი არჩევნები“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.