G20-ის ფინანსთა მინისტრებმა და ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელებმა სხდომა დატოვეს, როდესაც რუსმა ოფიციალურმა პირებმა საუბარი დაიწყეს. ამის შესახებ Bloomberg-ი მოვლენებთან ცნობილ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

 

როდესაც რუსი ოფიციალური პირები შეკრებაზე სიტყვით გამოვიდნენ, აშშ-ს ხაზინის მდივანი ჯანეტ იელენმა და ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა ქრისტინ ლაგარდიმ, ისევე როგორც სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა ევროპიდან, აშშ-დან, კანადიდან, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან, დატოვეს G20-ის შეხვედრა.

 

ამასთან,  უნდა ითქვას, რომ იელენი მანამდე მოითხოვდა რუსეთის გამორიცხვას G20-დან.

 

აღსანიშნავია,  რომ გაფიცვაში მონაწილეობდა უკრაინის ფინანსთა მინისტრი სერხი მარჩენკოც. წყაროები აზუსტებენ, რომ შეხვედრა ძირითადად უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ რისკებს მიეძღვნა. ჟურნალისტის ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ განაცხადა, რომ ღონისძიებაზე დამსწრე ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა, რუსი ოფიციალური პირების საუბრისას კამერები პრაქტიკულად გათიშა.

 

 

 

 

თამო თავხელიძე